ტაილანდელი ინფლუენსერი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1785329385
გაივლიან რიყეზე და ქვას ვერ დაინახავენ, ვისაც არ უნდა ამის დანახვა. ასე იქცევიან რადიკალები და მათი იდეოლოგები, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ქართული საგარეო პოლიტიკა და პრიორიტეტი, რომ არაღიარების მაქსიმალურად დაცვა და მისი კიდევ უფრო მეტად განმტკიცებაა, ამის დანახვა არ სურთ რადიკალებს.
„სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ ცალკეული ქვეყნები, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ამით პრაქტიკულად ქვეყნის სუვერენიტეტი ეჭვის ქვეშ დააყენა, უკან იწვევენ ამ აღიარებებს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღო. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება 21 ივლისით თარიღდება.