ტიმოთესუბნიდან დიდი და პატარა მიტარბის გავლით დაბა ბაკურიანამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

რეკლამა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბნიდან დიდი და პატარა მიტარბის გავლით დაბა ბაკურიანამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ( I ეტაპი ) დაიწყო.

პროექტის ფარგლებში,  2,7 კმ  მონაკვეთზე  ასფალტბეტონის საფარი დაიგება,  ასევე განხორციელდება სანიაღვრე არხების მოწყობა

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების და მთის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 1 321 920 შეადგენს.