პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალაშენებულ ამბულატორიას ხე დაეცა. ხის მოგლეჯა სოფელ მაწიმში, ძლიერმა ქარმა გამოიწვია, რომელიც მუნიციპალიტეტში თითქმის ერთი საათის განმავლობაში ქროდა.
სამაშველო სამსახურის განმარტებით, ამბულატორიის შენობის სახურავი, მთლიანად დაზიანებულია.
მაშველები და სოფელ მაწიმში მერის წარმომადგენელი, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიას მოტეხილი ხის ტოტებისგან ათავისუფლებენ.
ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, რადგან ამბულატორიაში სამუშაო საათები უკვე დასრულებული იყო.
სოფელ მაწიმში ამბულატორიის ახალი შენობა 2019 წელს აშენდა. ლაგოდეხის გარდა, ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა ყვარლის მუნიციპალიტეტში, რის გამოც ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეფერხდა.
გზა მეხანძრე-მაშველებმა უკვე გაწმინდეს და ტრანსპორტის მოძრაობა აღადგინეს.