მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
1786194918
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა და სუხაშვილების შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
ოჯახის წევრებმა, რომელთა შორის ორი არასრულწლოვანია, სახლიდან გასვლა მოასწრეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და თავად სახლი, საცხოვრებლად აღარ გამოდგება.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.ხანძრის გამომწვევ მიზეზს შესაბამისი უწყება დაადგენს.სუხაშვილების ოჯახი დროებით საცხოვრებელ ფართს ეძებს, სადაც სახლის აღდგენამდე ცხოვრებას შეძლებს.