სოფელ ანაგაში ალექსანდრე ბეგაშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ანაგი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის მოადგილე დავით დურგლიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები სოფელ ანაგაში ალექსანდრე ბეგაშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნენ.

პროექტი გზის 1 650 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს. გზის რეაბილიტაციის პარალელურად, მოეწყობა მიმდებარე ჩიხები და ეზოებში შესასვლელები.

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 1.5 მლნ ლარით ფინანსდება.