სიღნაღის მუნიციპალიტეტში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის თამაშები იწყება

სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის თამაშები იწყება. პირველი თამაში 6 აპრილს, სიღნაღის თეატრში გაიმართება.

შეჯიბრში საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი 15 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად წარიმართება. ჟიური ფინალურ შეხვედრაზე საუკეთესო გუნდს გამოავლენს. დასაწყისი: 16:00 საათი. დასწრება თავისუფალია.