იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ოფიციალური დელეგაციით ჩინეთში იმყოფებოდა
1695130324
შობის ღამეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯგალის ცენტრში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი და პატივი მიაგეს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ხსოვნას.
მათ სიმბოლურად ცაში გაუშვეს 22 ფრანი და დაანთეს სანთლები.
Feedc-ის დამფუძნებელი ნიკო კვარაცხელია, გასულ წელს თბილისში რამდენიმე გასროლით მოკლეს.
ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
დაკავებულია ორი პირი, მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: თეა შონია