საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 177 ფიზიკურ პირს გურჯაანში მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა

გურჯაანი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შუამდგომლობის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 177 ფიზიკურ პირს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად საკუთრებაში გადასცა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე 256 ერთეული სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთი.

„აღნიშნული პირები მრავალი წლის განმავლობაში ფლობენ და ამუშავებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებს, თუმცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არ ქონის გამო, მოსახლეობა ვერ სარგებლობდა სადაზღვევო სერვისით და სტიქიის შემთხვევაში, ვერ ახერხებდნენ ზარალის თავიდან აცილებას.

შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფერმერების მიერ წარმოებული აგროპროდუქციის ზრდას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.