1740399858
სამწუხაროა, რა მდგომარეობაშიც ამ წლების განმავლობაში იყო ქალაქის შემოსასვლელებში არსებული წარწერები, ასევე მემორიალები - ოზურგეთი ამას არ იმსახურებდა - ოზურგეთის მერი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის დღევანდელ სხდომაზე მემორიალების და ასევე ოზურგეთის შემოსავლელებში აბრების მოწყობა-მოწესრიგების შესახებ ისაუბრა.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ყურადღება დაეთმობა - გახლავთ ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული მემორიალების, ასევე ოზურგეთის შემოსავლელებში იმ აბრების მოწყობა-მოწესრიგება, რომელსაც ჩვენი ქალაქის და მუნიციპალიტეტის სახელი უნდა ეწეროს. სამწუხაროა, რა მდგომარეობაშიც ამ წლების განმავლობაში იყო ქალაქის შემოსასვლელებში არსებული წარწერები, ასევე მემორიალები - ოზურგეთი ამას არ იმსახურებდა. დაგეგმილი გვაქვს და უახლოეს პერიოდში განხორციელდება ომში დაღუპულთა მემორიალის იერსახის მოწესრიგებაც,“- აღნიშნა მერმა.