სახლური ქორწილი ზუგდიდში - მეზობლების ძველებური ფუსფუსი სეფაში

ელარჯი

„ცივ ზამთარს შინ გადახდილი ქორწილი და ძეობა უხდება…“ – ეს ფრაზა სამეგრელოში არაერთხელ გექნებათ გაგონილი…

ადრე, მეზობლები, მოყვრები რომ შეიკრიბებოდნენ მასპინძლის განიერ „ზალაში“, შეშის ღუმელის გარშემო, დიდი რვეულით ხელში.

თან ორნახადს წრუპავდნენ, სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე დალაგებულ შინ გამომცხვარ პურს, მეგრულ ხარჩოს, უკვე შეგრილებულ ღომს, ფართოდ დაჭრილ სულგუნს, კიტრისა და კომბოსტოს მწნილს აყოლებდნენ და სიას წერდნენ – 100, 200 და მეტ-კაციან ქორწილს ხორაგი ხომ დასჭირდებოდა…

„თავიკაცი“, ამ საქმეში გამოცდილი პირი ყველაფერს ზედმიწევნით ანგარიშობდა, მაგრამ თავმომწონე მასპინძელი აუცილებლად ეტყოდა – ჩქიმწკუმა ქუძინ ჭიჭე (ქართ. – ჩემთან ცოტა მოუმატეო), რაც ნიშნავდა, რომ ყველაფერი ბარაქიანად უნდა ყოფილიყო… და ასეც იყო… შეიძლებოდა, გათვლილზე მეტი სტუმარი მოსულიყო და „ხალხს ფეხზე ხომ არ დატოვებდნენ, შენ ხარ ჩემი ბატონი“…

ნახეთ ვიდეო ამ ბმულზე

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ქორწილის წინ, სამი დღით ადრე მივედი სახლში...“ - ლაშა ტალახაძე მეუღლესა და შვილებზე

„თუ მიიღეთ მსგავსი შეტყობინება...“ - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ზოდიაქოს 4 ნიშანს დეკემბერში წარუმატებლობა ელის - ვინ უნდა მოემზადოს სირთულეებისთვის და როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემები