რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ურთიერთობებში, ფინანსებსა და ყოველდღიურ საქმიანობაში გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს. კვირის განმავლობაში გამოიკვეთება უსიამოვნო ასპექტები, რომლებმაც შესაძლოა, კონფლიქტები, ემოციური დაძაბულობა და მოულოდნელი ცვლილებები გამოიწვიოს. ამასთან, ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, პერიოდი მხოლოდ გამოწვევებით არ შემოიფარგლება - ცალკეულ ნიშნებს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, ახალი იდეები, წარმატებული მოლაპარაკებები და ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებები ელით.
განსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ საკითხებსა და ურთიერთობებს უნდა დაეთმოს. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, გაძლიერდეს ეჭვიანობა, წყენა, გაუგებრობა ან იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების სურვილი. ამავე დროს, კვირის მეორე ნახევარში რამდენიმე ნიშნისთვის იქმნება ხელსაყრელი პირობები კარიერული წინსვლისთვის, ახალი ნაცნობობებისა და შემოქმედებითი საქმიანობისათვის.
ვერძი
კვირის დასაწყისში შესაძლოა, მწვავე კამათი და კონფლიქტი წარმოიშვას. მკვეთრმა სიტყვებმა შეიძლება, განსაკუთრებით მტკივნეულად იმოქმედოს, ამიტომ დაპირისპირებაში ჩართვასა და იმპულსურ რეაქციებს მოერიდეთ. სამშაბათს დაგროვილი ენერგიის სპორტში ან ფიზიკურ აქტივობაში მიმართვა სასარგებლო იქნება. ყურადღება მიაქციეთ ზედმეტ ხარჯებსაც.
ხელსაყრელი პერიოდი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის კვირის მეორე ნახევარში იქმნება. ხუთშაბათს ურთიერთობებსა და მგზავრობასთან დაკავშირებულ საკითხებში წინსვლა გელით, შაბათი კი ოჯახურ ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოგიტანთ. კვირა დასვენებისა და ძალების აღდგენის დღეა.
კურო
კვირის დასაწყისში შესაძლოა, გაღიზიანება და მგზავრობისას კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვას. სამშაბათსა და ოთხშაბათს ენერგიისა და შესაძლებლობების მხრივ კარგ ფორმაში იქნებით, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობებში წყენა და გაუგებრობაა მოსალოდნელი. ამ პერიოდში ურთიერთობების გარკვევასა და ძვირადღირებული ნივთების შეძენას მოერიდეთ.
ხუთშაბათს მოულოდნელი ფინანსური იდეები და კარიერულ საკითხებში იღბლიანი შესაძლებლობები გამოჩნდება. პარასკევს მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებას შეძლებთ. უქმეებზე თბილი ურთიერთობები, დასვენება და სასიამოვნო კომუნიკაცია გელით.
ტყუპები
კვირის დასაწყისში მეგობრებთან ან კოლექტივში კამათია მოსალოდნელი. სამშაბათს შესაძლოა, განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ და ფარულმა განცდებმა შეგაწუხოთ. ამ პერიოდში ზედმეტი ვალდებულებების აღებას მოერიდეთ.
ხელსაყრელი შესაძლებლობები ხუთშაბათსა და პარასკევს გამოჩნდება. ბევრი საინტერესო იდეა, წარმატებული ნაცნობობა და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით წინსვლა გელით.
კირჩხიბი
კვირის დასაწყისში შესაძლოა, ზედმეტად მკვეთრი რეაქციები გამოავლინოთ, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდება. სამშაბათსა და ოთხშაბათს შეიძლება, ძველი წყენები კვლავ გააქტიურდეს. ემოციების აყოლას მოერიდეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე საკუთარ თავს დრო მიეცით.
ხუთშაბათს ყურადღება შინაგან განცდებსა და ინტუიციას მიაქციეთ. ამ პერიოდში საკუთარ ქვეცნობიერთან მუშაობა და შინაგანი ხედვების გამოყენება სასარგებლო იქნება. შესაძლოა, ოჯახისგან მოულოდნელი მხარდაჭერაც მიიღოთ. შაბათი განსაკუთრებით ხელსაყრელი დღეა - მომხიბვლელი, ჰარმონიული და სიყვარულითა და შემოქმედებითი ენერგიით სავსე იქნებით.
ლომი
კვირის დასაწყისში მგზავრობისას კონფლიქტები, კამათი და გაღიზიანებაა მოსალოდნელი. შესაძლოა, ერთდროულად გააქტიურდეს კარიერული და ოჯახური საკითხებიც, რაც სამსახურსა და სახლს შორის ბალანსის დაცვას გაართულებს.
ხუთშაბათს იღბლიან შესაძლებლობებს მეგობრებისგან, სოციალური პროექტებისა და ახალი ნაცნობობებისგან მიიღებთ. შაბათი მშვიდი და ჰარმონიული იქნება - მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებზე ზრუნვასა და დასვენებას. კვირა საქმეების დასრულებისა და ძალების აღდგენისთვის გამოგადგებათ.
ქალწული
კვირის დასაწყისში შესაძლოა, ფინანსურმა საკითხებმა კონფლიქტი ან არსებული ვალდებულებების გამწვავება გამოიწვიოს. ფინანსურ კამათში ჩართვას მოერიდეთ. სამშაბათსა და ოთხშაბათს სწავლასა და მგზავრობასთან დაკავშირებულ საკითხებში უთანხმოებაა მოსალოდნელი.
ხელსაყრელი პერიოდი ხუთშაბათს გექნებათ. კარიერული წინსვლა და წარმატებული მოლაპარაკებებია მოსალოდნელი. შაბათს მეგობრებისა და თანამოაზრეებისგან მხარდაჭერას მიიღებთ. კვირა შედარებით პასიური დღეა და მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვას მოერიდეთ.
სასწორი
კვირის დასაწყისი დაძაბული იქნება. ურთიერთობების გარკვევას ნუ შეეცდებით ნურც სახლში და ნურც სამსახურში - ემოციურმა საუბარმა შესაძლოა, ვითარება უფრო გაართულოს. სამშაბათსა და ოთხშაბათს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სხვის ფინანსებთან, კრედიტებსა და გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებში.
ხუთშაბათი სწავლის, მოგზაურობისა და ფილოსოფიურ თემებთან დაკავშირებული საკითხებისთვის შთამაგონებელი იქნება. უქმეებზე სიმშვიდე და განტვირთვა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
მორიელი
კვირის დასაწყისში სამსახურსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა, ძლიერ გადატვირთვას იწვევდეს. ნერვულ დაძაბულობას ყურადღება მიაქციეთ და ეცადეთ, კამათსა და მწვავე დაპირისპირებას თავი აარიდოთ. მოსალოდნელია ფარული გაღიზიანება, ურთიერთობებში წყენა და ეჭვიანობა.
დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლებაში სპორტი და ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ. ხუთშაბათი ტრანსფორმაციის პერიოდია - გამოიყენეთ შინაგანი ხედვა და ყურადღება მიაქციეთ სხვის რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებს. შაბათი მგზავრობისა და სწავლის მიმართულებით იღბლიან შესაძლებლობებს მოგიტანთ. კვირას ახალი საქმის დაწყებას მოერიდეთ და დრო დასვენებას დაუთმეთ...ვრცლად