რუსთავში, შუა საუკუნეების სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციას, პირველი აღმოჩენები უკვე აქვს

პირველი აღმოჩენები

რუსთავში, შუა საუკუნეების სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციას, პირველი აღმოჩენები უკვე აქვს.

ისტორიული ციხის და სასახლის არქეოლოგიური ველიდან, XI-XII საუკუნეებით დათარიღებული თიხის მოჭიქული ჭურჭელი ამოიტანეს.

ბოლო ათწლეულების ყველაზე მსშტაბური ექსპედიცია, რუსთავში ივლისის შუა რიცხვებში, რუსთავის მერიის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო.

კულტურის სამინისტროში, რუსთავის ისტიორიული ციხის და სასახლის კონსერვაცია-რესტავრაციის კონცეფციაზე უკვე მუშაობენ.

ექსპედიციაში პროფესიონალი არქეოლოგების გარდა, სტუდენტები და მოხალისეებიც არიან ჩართულნი.