1744059571
მიხეილ ყაველაშვილი ბახმაროში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბახმაროში საზეიმო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.
„ფერისცვალების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა. სადღესასწაულო ლიტურგიაზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.