1755595347
საფრანგეთში, ქართველი ემიგრანტი მოულოდნელად გარდაიცვალა

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.
42 წლის ჯაბა გულიაშვილი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენიდან იყო და წლების განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
გარდაცვლილს საქართველოში შაბათს, 23 აგვისტოს ჩამოასვენებენ.
ცხედრის გადმოსვენების საკითხებში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჯაბა გულიაშვილს მის მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.