რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ადგილას – სანაპიროს ქუჩაზე დაიწყო

რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ადგილას – სანაპიროს ქუჩაზე დაიწყო

 რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ადგილას – სანაპიროს ქუჩაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში, სანაპიროს ქუჩაზე, 3300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგება.

მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დაწნეხილი ფილებით მოპირკეთებული ტროტუარები, დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი. პროექტის სრული ღირებულება 5 მილიონ 834 ათასი ლარია და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.