1771362523
ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში მოთმინებით საქმის კეთების კულტურა, რომლის ნაკლებობამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყანას უამრავი შეცდომა დააშვებინა - ირაკლი კობახიძე
ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში მოთმინებით საქმის კეთების კულტურა, რომლის ნაკლებობამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყანას უამრავი შეცდომა დააშვებინა, - აღნიშნულია მილოცვაში, სადაც პრემიერ-მინისტრი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს იუბილეს ულოცავს.
„ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში მოთმინებით საქმის კეთების კულტურა, რომლის ნაკლებობამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყანას უამრავი შეცდომა დააშვებინა. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მმართველი გუნდი საქართველოს საკეთილდღეოდ მომავალშიც დიდ წარმატებებს მიაღწევს.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს, ვუსურვებ დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას!“ - წერს კობახიძე.











