რუსთავში აფთიაქიდან სახის დამატენიანებლები მოიპარეს

პატრული

რუსთავში აფთიაქიდან სახის დამატენიანებლები მოიპარეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თოდრიას ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი აფთიაქიდან 25 წლამდე კაცმა  ცნობილი ბრენდის ძვირად ღირებული კრემები მოიპარა. ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს და მისი მხილება შეძლეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.