გოგა მანია 2025 წლის ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს
1749415059
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
რუსთავის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია 18 მუნიციპალიტეტს შორის საქართველოში, რომელმაც მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვაზე დაიწყო მუშაობა.
სამუშაო შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.
როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, დოკუმენტის შემუშავება, მნიშვნელოვანია მუნიციპალური პროექტებისა და სერვისების გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
„რუსთავის მერიისთვის მდგრადი განვითარების გეგმის შემუშავება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მთავარია გრძელვადიან პესპექტივაში დავისახოთ ის სერვისები, პროექტები, რომელთაც ვახორციელებთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მერიის სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხზე. დღევანდელ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებიან. დოკუმენტის შემუშავების პროცესში მათი რეკომენდაციები და შენიშვნები განხილული და რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება “, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რუსთავის მერიის წარმომადგენლებმა, დეტალურად განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების ადგილობრივ დონეზე დანერგვის საკითხები.
მომდევნო ეტაპზე შემუშავდება მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი.
2015 წელს საქართველომ, გაეროს ყველა სხვა წევრ ქვეყანასთან ერთად, გამოთქვა სურვილი, განეხორციელებინა 2030 წლისთვის დასახული მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები, მოეხდინა მისი ნაციონალიზაცია, ეროვნულ სტრატეგიებში ინტეგრაცია და დანერგვა.
შესაბამისად, შემუშავდა მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ თვითმმართველობებში დანერგვის სამოქმედო გეგმაც, რომელსაც მუნიციპალიტეტებმა მხარი დაუჭირეს.