გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დატოვა
1771423903
ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება. ქალაქის სხვადასხვა უბანში უკვე განახლდა ათეულობით კორპუსის ფასადი.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად , გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ავალიანის, კრილოვისა და ონის ქუჩებზე 9 კორპუსის ფასადი განახლდება. შეიცვლება სახლების აივნების ხისა და თაბაშირის მოაჯირები, დამონტაჟდება ახალი, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, ფასადის კედლები დამუშავდება დეკორატიული მასალით.მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების მოსაწესრიგებლად ამ ეტაპზე 9 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.