ზვავის ჩამოწოლას 2 მოთხილამურე ემსხვერპლა - ტრაგედია იტალიაში

ზვავი

იტალიაში, ვალ-ვენიში, კურმაიორის სათხილამურო კურორტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად 2 მოთხილამურე დაიღუპა, ერთი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. the sun-ის ინფორმაციით, სამი მოთხილამურე გაუკვალავში სრიალებდა, როდესაც ზვავი ჩამოწვა.

მედიის ცნობით, ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. მესამე მოთხილამურე, რომელიც მძიმედ არის დაშავებული, ტურინის ლე-მოლინეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მათი ვინაობა და ეროვნება ჯერ არ გახმაურებულა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ვალ დ"ოსტანის ალპური სამაშველო სამსახურის თხუთმეტი მაშველი და სამი ძაღლი, ასევე Guardia di Finanza-ს წევრები მონაწილეობდნენ.