1744744668
ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღეს აღინიშნება.
ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ა(ა)იპ „ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან“ ერთად, ტრადიციულად, კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.
წელს კონკურში მონაწილეობა მიიღო 200- ზე მეტმა მოსწავლემ, პედაგოგმა და დაინტერესებულმა პირმა. კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები ქუთაისის მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, საკრებულოს კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ბექა ქებულაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
მოსწავლეთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა თამარ ჩაფიჩაძემ, მეორე ადგილი - ანასტასია ნიქაბაძემ, მესამე კი - მარიამ გოგიბერიძემ; პედაგოგებიდან პირველი ადგილი ერგო ნატო დანგაძეს,მეორე - ინგა ტორჩინავას და მესამე ადგილი- სალომე თადუმაძე; დაინტერესებულ პირთა შორის პირველ ადგილზე გავიდა ელისო ჩუბინიძე, მეორეზე - ელენე ენდელაძე, მესამეზე კი - თორნიკე კოპალიანი; ჟიურის სიმპათიის პრიზი მოიპოვეს : ნათია ბედინაშვილმა, თამარ ერაძემ და ანასტასია გოგავამ. კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.