ქუთაისის მერიის მხარდაჭერით რეზო გაბრიაძის წიგნი „ჩემი პატარა ქალაქი“ გამოვიდა

გაბრიაძე

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით რეზო გაბრიაძის წიგნი „ ჩემი პატარა ქალაქი“ გამოვიდა. კრებულში შევიდა რეზო გაბრიაძის ყველა ის საუკეთესო ნაწარმოები, რომელიც ქუთაისთან არის დაკავშირებული - „შერეკილები“, „ ერმონია და რამონა“, „ქუთაისი ქალაქია“, „ექიმი და ავადმყოფი, ანუ აკრძალული შობა“, „ალილო“, „თეთრი ხიდი“. წიგნი მაღალპოლიგრაფიული ხარისხით დაიბეჭდა და ილუსტრირებულია თავად რეზო გაბრიაძის ნახატებით. „ჩემი პატარა ქალაქი“ საუკეთესო საჩუქარია ქართველი მკითხველებისთვის.