ქუთაისის მერიის განათლების განყოფილების მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი დასრულდა

ბანაკი

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი დასრულდა.

ქალაქის საჯარო სკოლების მე-8, მე-9, მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკი სამ ნაკადად მოაწყო და მასში მონაწილეობა 120-მა  ახალგაზრდამ მიიღო.

პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით,  დაბა ბაკურიანში, ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები რამდენიმე თემაზე: დამოუკიდებლად სწავლის უნარების გაძლიერება, დროის მენეჯმენტი, გუნდური მუშაობა, კარიერის დაგეგმვა, მოხალისეობა, ადვოკატირება, კონკურსების საპროექტო განაცხადის შედგენისა და დონორების მოძიების პრაქტიკული ჩვევების შეძენა.