პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ნიკეას ქუჩის N7 ჩიხში საგზაო - ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხში დაწყებულია გზის კაპიტალური შეკეთება. ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა. სამუშაოებს აწარმოებს შპს „დაგი+“.
ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხის რეაბილიტაციისთვის 416 624 ლარია გამოყოფილი და ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება. გზის რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დასრულდება.
„ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირის საგრანტო პროექტების განხორციელება. დღეს ვიმყოფებოდით ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხში, სადაც სწორედ ამ პროექტით დაფინანსდა გზის რეაბილიტაცია. ეს გზა ათწლეულებია არ შეკეთებულა . 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯება ამ ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. განახლდება ასფალტი - ბეტონის საფარი, გაკეთდება ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა. რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს - სექტორს , რომლებიც ამ ქუჩით სარგებლობენ, მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ ქალაქის სხვა უბნებთან დაკავშირება“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.