ქუთაისის მერი ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე სმარტ ქალაქების მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს

რეკლამა

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მსოფლიო კონგრესი "სმარტ ქალაქების ექსპო" მიმდინარეობს.

ღონისძიებაში 150- ზე მეტი ქვეყნის 700- მდე ქალაქის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ქუთაისი კონგრესზე წარდგენილია როგორც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის" მერები ეკონომიკური ზრდისთვის " გამარჯვებული ქალაქი, რაც გულისხმობს ეკო- სმარტ კონცეფციაზე მუშაობას.

"ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კონგრესზე ვიმყოფებით ბარსელონაში. აქ შევხვდით მსოფლიოს ქალაქებისა და ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება სხვადასხვა გამოწვევების დაძლევისა, განსაკუთრებით ეკოლოგიის სფეროში. ისინი სწორედ სმარტ-გადაწყვეტილებებით მუშაობენ ისეთ საკითხებზე როგორიცაა ეკო ტრანსპორტი, მობილობა, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი. ისინი გვიზიარებენ თავიანთ ახლებურ ხედვებს, მიდგომებს და ტექნოლოგიებს, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ ქუთაისის ეკო სმარტ ქალაქად ტრანსფორმაციის პროცესში. განსაკუთრებით საინტერესო იყო მზის ენერგიის გამოყენებაზე და ნარჩენების მართვის თემებზე მომუშავე კომპანიებთან შეხვედრა. სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი ასეთ ფორუმებში მონაწილეობა, რომ ჩვენ ვეცნობით და ვიზიარებთ მსოფლიოს მოწინავე გამოცდილებებს. რამდენიმე კომპანია დაინტერესდა ქუთაისში მიმდინარე პროექტით, რაც შეიძლება გახდეს ამ კომპანიების ჩვენს რეგიონში შემოსვლის წინაპირობა. აღნიშნულ კონგრესში ჩვენი მონაწილეობა კიდევ ერთი დასტურია ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და საერთაშორისო დონორების წარმატებული თანამშრომლობისა", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი სმარტ ქალაქების მსოფლიო კონგრესზე სრულად არის დაფინანსებული "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" პროგრამის ფარგლებში.