იოსებ ხახალეიშვილი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

მერი

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ქუთაისში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.

ქალაქის მერმა არასამთავრობო სექტორს გააცნო უკვე დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

„საინტერესო შეხვედრა მქონდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათ ვესაუბრე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც ქუთაისში ვახორციელებთ - საგზაო, საბინაო, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განახლება და მოწესრიგება. ქალაქში ერთდროულად რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ არასამთავრობო სექტორთან და მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ინფორმაცია ჩვენს ქალაქში მიმდინარე თუ დაგეგმილ სხვადასხვა პროექტებზე.  ამ ხასიათის შეხვედრებს რეგულარულად გავმართავთ, რათა საზოგადოებას მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მუშაობის შესახებ.“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.