ქუთაისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება

ჰუმანიტარული

ქუთაისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება  - ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.


„ქუთაისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდანვე, აქტიურ კომუნიკაციაშია იმ უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან, რომლებთანაც ქუთაისს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

ხარკოვის , ჟიტომირის, ლვოვის, დნიპროს, სუმის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრების დროს გამოიკვეთა გარკვეული საჭიროებები, რა მიმართულებით შეუძლია ქუთაისს დაეხმაროს უკრაინელ მეგობრებს ამ რთულ დღეებში და უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება , კონკრეტულად რა სახის დახმარების გაწევა შეგვიძლია  მერის სარეზერვო ფონდიდან დამეგობრებული უკრაინული ქალაქებისთვის. იგეგმება შეხვედრა საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენლებთან და შეიქმნება ფონდი უკრაინის დასახმარებლად“, -  განაცხადა ქუთაისის მერმა.