ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ქობულეთი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქობულეთში,  საფეხბურთო სავარჯიშო ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში, ქობულეთში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი  სტადიონი, 300 მაყურებლისთვის განკუთვნილი ტრიუბუნა  და მოეწყობა სპორტსმენებისთვის საჭირო  ინფრასტრუქტურა.

ფონდი, ქვეყნის მასშტაბით,  გეგმავს  50-ზე მეტი თანამედროვე ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების სპორტული შესაძლებლობების განვითარებას.