პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბათუმის შემდეგ ფესტივალს Kobuleti Fest 2022 უკვე ქობულეთი უმასპინძლებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 ივლისს, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მუსიკალური ბენდები „ასეა სულ“, „ოჩის ქოხი“ და „ღამის შოუს ბენდი“ იზრუნებენ.
„ფესტივალის პარალელურად დაგეგმილია ქობულეთის ახალი ბულვარის ტერიტორიის გახსნა (მეგობრობის ქუჩა #30 მიმდებარედ). დღის განმავლობაში, ახალი ბულვარის მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე დრამების შოუ, ფრანების შოუ, საბავშვო და სპორტული აქტივობებია დაგეგმილი. ფესტივალის ფარგლებში ცენტრალურ პარკშივე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
12:00 – 20:00 ახალი ბულვარის ტერიტორია (მეგობრობის ქუჩა #30 მიმდებარედ):
20:00–01:00 ქობულეთის ცენტრალური პარკი
20:00–01:00 – გალა კონცერტი
ქობულეთის ფესტივალი ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.