ქალაქ ვალეში შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ქალაქ ვალეში შიდა გზების რეაბილიტაცია  გრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია  აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის 1400-მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. ასევე ეწყობა გვერდულები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და  ლითონის ცხაურები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროექტის განხორციელების შედეგად ადგილობრივი მცხოვრებლები კეთილმოწყობილი შიდა გზებით ისარგებლებენ.