ოზურგეთის ტექნოპარკში „იდეათონი“ გაიმართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია

ოზურგეთის ტექნოპარკში „იდეათონი“ გაიმართა, რომელსაც გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების ხელმძღვანელები, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

„ დავაჯილდოვეთ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლისა და ორგანიზაციის პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომელთაც წარმოგვიდგინეს სამეწარმეო ბიზნეს იდეები. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი ინოვაციური ბიზნეს პროექტები წარმატებით განახორციელონ და თვითდასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები აიმაღლონ. მათი ჩართულობა ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. წარმატებები ახალ თაობას!“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

იდეათონი დაფინანსებულია პროექტის „უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ სასწავლო სილაბუსის ფარგლებში - Canvas ბიზნეს მოდულის საფუძველზე შემუშავდა.