1752608534
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და განახლება გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და განახლება გრძელდება. სოფელ ვაკიჯვარში მიმდინარეობს სასაფლაოს გზის ფერდის გამაგრება საყრდენი კედლით.
ოზურგეთის მერიის ცნობით, სამუშაოები „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ღირებულება 843 960 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.