ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში „კალანდა 2025“-ის შესახვედრად ემზადებიან

კალანდა

რა ღონისძიებები ჩატარდება კალანდას - ინფორმაციას ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალური მედიით ავრცელებს.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძვირფასო სტუმრებო, 13 იანვარს 17:00 საათიდან გიწვევთ და გელით ყველას, სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში - #ერთად აღვნიშნოთ კალანდა!

17:00 საათი • ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა;
ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები;
კულინარიული მასტერკლასი; გურული ღვეზელის გამოცხობა-დაგემოვნება;
ტრადიციული საკალანდო რიტუალი - აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა;
20:00 საათი • ჯგუფ “Reggaeon”-ის კონცერტი;

გმირთა მოედნიდან - სოფელ შემოქმედის მიმართულებით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს 17:00 საათიდან, ღონისძიების დასრულებამდე უფასოდ მოემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.