ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წელს პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები ელოდება

ასტროლოგიური პროგნოზი

 2025 წელი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელს არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებას უმზადებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, პირადი ცხოვრების თვალსაზრისითაც ბევრი გამოწვევა გველოდება. მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ 2025 წელს სიყვარულისა და ფინანსების პლანეტა, ვენერა, რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება. 1 მარტიდან 27 მარტამდე ის მოძრაობას ვერძში, ხოლო 27 მარტიდან 12 აპრილამდე თევზებში დაიწყებს და აღნიშნული პლანეტა გავლენას ზოდიაქოს ყველა ნიშანზე მოახდენს. თუმცა, ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წელს პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება:

მერწყული
მერწყულებს 2025 წლის განმავლობაში ურთიერთობებში გარკვეული გამოწვევები ელოდებათ. შესაძლოა, პარტნიორს ვეღარ გაუგოთ, თქვენი ღირებულებები შეიცვალოს და კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. რაღაც მომენტში შეიძლება, მარტოობის აუცილებლობა იგრძნოთ და ამან მტკივნეული დაშორებაც გამოიწვიოს. წლის განმავლობაში რამდენჯერმე აღმოჩნდებით არჩევანის წინაშე და მოგიწევთ, გადაწყვიტოთ, პირადი თავისუფლება გირჩევნიათ თუ ოჯახური ცხოვრება. ასევე, საბოლოოდ გადააფასებთ წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს და მის აღდგენაზე აღარ იფიქრებთ.

 მორიელი
2025 წელი ურთიერთობების თვალსაზრისით მორიელის ნიშნის წარმომადგენლებისათვისაც გამოცდა იქნება. ვერძის ნიშანში მზის ნაწილობრივი დაბნელების ენერგიით მათი ეჭვიანობა და მესაკუთრეობა გაძლიერდება და ეს არსებულ ურთიერთობებში ყველა ხარვეზსა და ბზარს წინა პლანზე გადმოიტანს და დაძაბულობას გაზრდის. მორიელებს მოუწევთ, თავიანთ ბნელ მხარეებს შეებრძოლონ და ბრაზის შეკავება ისწავლონ იმისათვის, რომ სიყვარული შეინარჩუნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომატებული ემოცია ყველაზე ერთგულ ურთიერთობასაც კი გაანადგურებს.

კურო
 კუროს ნიშნის წარმომადგენლები სტაბილურობას განსაკუთრებით აფასებენ. 2025 წელს კი ურთიერთობებში მოულოდნელი აჯანყებების წინაშე აღმოჩნდებიან. ცვლილებების პლანეტა, ურანი, მათზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს და ისინი თავიანთ ცხოვრებისეულ არჩევანს გადახედავენ. აღმოაჩენენ, რომ ცვლილებები აუცილებელია და ამ მიმართულებით ფიქრს დაიწყებენ. შესაძლოა, საკუთარი არჩევანის სისწორეში ეჭვი შეიტანოთ, სხვა კუთხით შეხედოთ პარტნიორს, დაინახოთ ის თვისებები, რომლებსაც აქამდე ვერ ხედავდით. ნებისმიერ შემთხვევაში, 2025 წლის განმავლობაში შესაძლოა, ურთიერთობების კუთხით, თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალოს....ვრცლად