დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
ახლა ამის დირექტორობით გამოშვებული მედია პროდუქციის რა უნდა დაიჯეროს ვინმემ. გადაღებულია ყველაფერი. ეს კიდევ მისი ჭკუით თვალში ნაცარს აყრის საზოგადოებას, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ბათუმელების" დირექტორის მზია ამაღლობელის განცხადებას, რომლის თქმითაც, ხელი შემთხვევით მიარტყა პოლიციელს, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსი აღმოჩნდა.
„ნახეთ რას აცხადებს გამოსოროსებული, სინდისის გარეშე დარჩენილი „ბათუმელების" დირექტორი მზია ამაღლობელი: "როდესაც პირველი დაკავების შემდეგ გამათავისუფლეს, ჭყლეტაში მოვხვდი და ხელზე ტკივილი ვიგრძენი, რადგან ხელზე ძლიერად მიჭერდნენ ხელს. ხელის გათავისუფლების მიზნით, ხელი ძლიერად ავიქნიე და უნებურად მოვარტყი პოლიციელს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი".
ახლა ამის დირექტორობით გამოშვებული მედიაპროდუქციის რა უნდა დაიჯეროს ვინმემ. გადაღებულია ყველაფერი. ეს კიდევ მისი ჭკუით თვალში ნაცარს აყრის საზოგადოებას. არ გამოვა ქნო მზია. უსინდისობასაც საზღვარი აქვს და არა ისეთი, როგორც თქვენ..“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.