1740399858
ოზურგეთის მერიაში საკადრო ცვლილებებია

ოზურგეთის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ოზურგეთის მერმა სხდომა განაცხადა.
„გაგაცნობთ ახალ საკადრო გადაწყვეტილებებსაც: განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის პოზიციაზე ლალი სიჭინავა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსის პოზიციაზე გერმანე ჭანუყვაძე, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის პოზიციაზე პავლე ჭყონია დაინიშნა. მინდა ვთხოვო მათ, მაქსიმალურად ეფექტიანად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები და აქტიური კომუნიკაცია შეინარჩუნონ მოქალაქეებთან,“ - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, სხდომაზე განაცხადა.