„ჩემი ცხოვრების სიყვარული...“ - ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
1790534181
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე, მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული უბნის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა. სამუშაოების მიზანია ფერდობის სტაბილიზაცია, გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა.
ქალაქ ონის შესასვლელთან მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. აღნიშნულის გამო, 2026 წლის 11 ივლისიდან ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მოეწყო დროებითი შემოვლითი გზა, რომლითაც ავტოტრანსპორტი ძირითადი გზის აღდგენის პერიოდში შეუფერხებლად გადაადგილდება.
მეწყერსაწინააღმდეგო და გზის აღდგენის სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რათა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით ძირითად გზაზე მოძრაობა უმოკლეს ვადაში აღდგეს.