ონის მუნიციპალიტეტში სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს

ონი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერ სერგი ხიდეშელთან ერთად, სოფელ ღებში სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.

 პროექტის ფარგლებში, სოფელ ღებში ორი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-121) საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე, მდ. ჩვეშურაზე, რომლის ღირებულება შეადგენს 1 281 591 ლარს და  მდინარე რიონზე სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, რომლის ღირებულება 1 899 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის სამშენებლო სამუშაოებს აგრეთვე ადგილზე გაეცნო სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე.