ონის მუნიციპალიტეტის მერმა პედაგოგებს და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ონი - სკოლა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა, სასწავლო წლის დაწყება პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ქ.ონში, სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლიდან მიულოცა.

“ძვირფასო პედაგოგებო და მოსწავლეებო, გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. ყოველი ახალი სასწავლო წელი არის თქვენს ცხოვრებაში ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი, გამორჩეულად ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს პირველკლასელებს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. ახალი კლასელები, მასწავლებლები, მეგობრები, რაც მთელი ცხოვრება თქვენი ნაწილი იქნება. გილოცავთ ყველას და გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს საინტერესო და წარმატებებით გამორჩეული სასწავლო წელი”, - განაცხადა სერგი ხიდეშელმა

ონის მუნიციპალიტეტის მერის - სერგი ხიდეშელის ინიციატივით, წარმატებული სტუდენტები ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიას მიიღებენ, რომელიც 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია სტუდენტთა სწავლის სტიმულირება.