1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა პროგრამებში თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობას.
ურთიერთთანამშრომლობის მიზანია იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სკოლის ბენეფიციარი-ეროვნული უმცირესობებისათვის, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის განხორციელებისას პროფესიული განვითარება და ერთიან საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრაცია.
ასევე, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლას შორის.
მემორანდუმი(ებ)ს ფარგლებში საჯარო მოხელეები საჭიროებისამებრ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გადამზადდებიან.
დღესვე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლაში საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანია ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი საჯარო მოხელეებისთვის პროფესიული უნარების, ზოგადი და დარგობრივი ენის კომპეტენციების განვითარება, სამუშაო სივრცეში მათ მიერ სახელმწიფო ენის წარმატებით გამოყენების ხელშეწყობა, ქართულენოვან კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს მათ ინტეგრაციას საზოგადოებრივ სივრცეში.
ეთნიკური/ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ საჯარო მოხელეებთან საუბრისას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ყურადღება გაამახვილა, მათ პროფესიულ განვითარებაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ისევე როგორც მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციები მზად არიან, მიღონ პროგრამის მონაწილეები, რათა ხელი შევუწყოთ, როგორც ენობრივი კომპეტენციების, ასევე, პროფესიული უნარების განვითარებას ქართულენოვან საჯარო მოხელეებთან თანამშრომლობით.
საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.