ონის მერიაში USAID-ის “ძლიერი სოფლის პროგრამის” და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონი

დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა USAID-ის “ძლიერი სოფლის პროგრამის” და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

USAID-ის “ძლიერი სოფლის პროგრამის” მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას, მცირე და საშუალო საწარმოებს. კერძო სექტორის ჩართულობით, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით და მიზნობრივი საგრანტო ინვესტიციების განხორციელებით პროგრამა გაზრდის რისკის ქვეშ მცხოვრები მოსახლეობის ადაპტაციის უნარს და ხელს შეუწყობს რისკის ქვეშ მყოფი თემების მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

პროგრამის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მერს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ხელმძღვანელი პირების აქტიური ჩართულობა.

სერგი ხიდეშელმა USAID-ის “ძლიერი სოფლის პროგრამის” მნიშვნელობაზე და იმ სიკეთეებზე ისაუბრა, რომელიც ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების სახით, მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
შეხვედრაზე მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პროგრამის განხორციელების ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი რომელიც მუნიციპალიტეტის საშუალოვადიან განვითარების დოკუმენტს მოამზადებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, საჯარო, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მერის სამოქალაქო და ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები, ასევე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე და გენდერული საბჭოს წარმომადგენლები.