1732386875
ონის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.
გიორგი ნოდარიშვილმა წარმომადგენლებს დაავალა, პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ.
შეხვედრა საინფორმაციო ფორმატში გაგრძელდა და სსიპ იურიდიული დახმარების ამბროლაური-ონის საკონსულტაციო ცენტრის იურისტიმა - თეა ჩიკვაიძემ უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის და სერვისების ხელმისაწვდომობის თაობაზე დეტალურად ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 ივლისს ონის მუნიციპალიტეტში შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს იურისტ-კონსულტანტის დახმარებით შეუძილია მიიღოს უფასო სამართლებრივი რჩევები სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა და დევნილთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალურ პრობლემებზე.
მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი ნოდარიშვილმა, სსიპ იურიდიული დახმარების ამბროლაური-ონის საკონსულტაციო ცენტრის იურისტს - თეა ჩიკვაიძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მსგავსი შეხვედრების ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართვა, რათა მოსახლეობას უფრო მეტად ჰქონდეს წვდომა უფასო იურიდიულ სერვისებზე და წარმომადგენლებს დაავალა აღნიშნული ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელება.