66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ოკუპირებული სოფელ ავნევის სიახლოვეს, მდინარე ფრონეზე, არგენტინული მახრჩობელა გველი იპოვეს. ინფორმაციას Qartli.ge ცხინვალელ ჟურნალისტზე, ვლადიმერ გაბაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თავიდან პითონივით მომეჩვენა. მაგრამ სანდოობისთვის ჩემს რუს კოლეგებს დავუკავშირდი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელმა კონსტანტინე მილტომ დაადგინა, რომ გველი არგენტინული გველია - ბოა. ასეთი გველები ადამიანებთან ახლოს არიან, ბუნებაში არ ცხოვრობენ, იკვებებიან სახლში", - განაცხადა გაბაევმა.
არსებული ინფორმაციით, გველი ერთ-ერთ მცხოვრებს ცხინვალში ჰყავდა მოშინაურებული. ეს პიროვნება 2021 წელს გარდაიცვალა და გველიც ბუნებაში გავიდა.