„შენს ჯგუფში დღეს გაკვეთილი არ ჩატარებულა...“ - თბილისში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
1793390276
ოკუპირებულ აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში მომხდარ ხანძარს 60 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცეცხლი სოფელ ჭლოუში მდებარე სახლს გაუჩნდა. უწყებაში შეტყობინება დილის საათებში შევიდა.
მეხანძრე - მაშველების მისვლამდე ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.
უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.