მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 20 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლარსი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ37-კმ57 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ასფალტის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია უტარდება 20 კმ-იან მონაკვეთს, რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ზედა და ქვედა საყრდენი კედლები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მონაკვეთზე არსებულ 8 სახიდე გადასასვლელს. ასევე, გათვალისწინებულია მეწყერულ მონაკვეთზე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება. აღნიშნული სამუშაოები სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

პროექტი 2 ლოტად არის დაყოფილი და მისი ჯამური ღირებულება 70 მლნ. ლარამდეა. სამუშაოები სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

✕