მოძრაობა დროებით შეიზღუდება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

ხიდი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის  68-ე კმ-ზე მდინარე ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც, 2025 წლის 29 და 30 ნოემბერს  08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე აღნიშნულ ხიდზე დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვის პერიოდში, მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება დროებით შემოსავლელ გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მისამართი: ალ.ყაზბეგის N12

ტელეფონი: +995 32 2 37 05 08