მიხეილ სარჯველაძე თეა ახვლედიანთან ერთად ქუთაისში დევნილ ოჯახებს ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა

სარჯველაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად ქუთაისში დევნილ ოჯახებს ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა.

1600-ზე მეტი დევნილი ოჯახი, ქუთაისისა და თბილისის საცხოვრებელ კომპლექსებში, ახალ 2026 წელს, გარემონტებულ ახლადგადაცემულ ბინებში შეხვდა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურად გრძელდება და ამ ეტაპზე ერთდროულად 4 ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს. დევნილი ოჯახებისთვის სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, ყველა პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.