უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1775392858
სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. პროგრამის მიზანი მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებათა პრევენცია და მათი ადრეული გამოვლენაა.
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, მარნეულისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს, სრულიად უფასოდ გაუკეთდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოკვლევები. ასევე, არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტების და აივ ინფექციის სკრინინგი.
კამპანიის ფარგლებში, პრევენციული გამოკვლევები მარნეულის მუნიციპალიტეტში მაისის ბოლომდე კიდევ ორჯერ ჩატარდება.
სკრინინგის შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში - ონკოლოგიის სამკურნალო პროგრამა მოიცავს კვლევებსა და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას, არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, სახელმწიფო სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.
სკრინინგული ღონისძიებები უკვე გატარდა აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა, სამცხე-ჯავახეთში და კახეთში. პრევენციულ კვლევებს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ატარებს.
კამპანია ეტაპობრივად ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება და 15 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიას მოიცავს.