პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თელავში, მამაკაცმა მეუღლეს სცემა.
ახალგაზრდა ქალი, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში წუხელ გადაიყვანეს.
დაშავებულს დაზიანებები სახისა და ხელის კიდურზე ჰქონდა მიყენებული.
ექიმების განმარტებით, ქალის სტაციონარში მოთავსება საჭირო არ გახდა. მედიკოსებმა მას ქირურგიული დახმარება აღმოუჩინეს და ბინაზე გაწერეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მეუღლეებს შორის კამათი ყოფით ნიადაგზე მოხდა, რასაც მამაკაცის მხრიდან ქალის ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.
ოჯახის მეზობლები ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობს და მათ ერთმანეთთან ხშირი კონფლიქტი აქვთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე ერთი პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.