ლენტეხში, სხვადასხვა კატეგორიის სოციალური პროგრამები ყოველთვიურად აქტიურად ხორციელდება

ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ, სხვადასხვა კატეგორიის სოციალური პროგრამები ყოველთვიურად აქტიურად ხორციელდება.

2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამებია:
1. სხვადასხვა სახის მძიმე ოპერაციების (ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, კარდიო-ქირურგიული, ნეიროქირურგიული, უროლოგიური, მუცლის ღრუს) თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე ბენეფიციართათვის, მათი მხრიდან გადასახდელი თანხის 50 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.

2. სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.

3. დახმარება მიეცემათ ბავშვობიდან შ.შ.პ.-ს , რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას და დაავადებული არიან:
ა) ცერებრალური დაბლა;
ბ) დაუნის სინდრომი;
გ) ლეიკემია;
დ) ყრუ-მუნჯი.
ე) შაქრიანი დიაბეტი I ტიპი;
ვ) ცელიაკია.
ყოველთვიური დახმარება გაიცემა იმ ბენეფიციარზე რომელიც ვერ გადაადგილდება და სარგებლობს ეტლით და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე.

4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც დაავადებული არიან:
ა) ეპილეფსიით;
ბ) პარკინსონით;
გ) თავის ტვინის სისლის მომოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი, მძიმე ფორმის იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი;
დ) შაქრიანი დიაბეტით - ტიპი 1 , მძიმე მიმდინარეობით გართულებები მხედველობის, გულის, თირკმლის, ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით;
ე) ღვიძლის ციროზი, ასციტი;
ვ) ონკოლოგიური დაავადებები მე-3, მე-4 კლინიკური ჯგუფი. ქიმიო თერაპიის და სხივური თერაპიის პერიოდი (ფორმა 100 ონკო-ცენტრიდან შევსებული ონკოლოგის მიერ);
ზ) ცერებრალური დამბლა და პარალიზებული სინდრომებით დაავადებული პაციენტები;
თ) გულის იშემიური დაავადებები (გულის უკმარისობა მე-2, მე-3 ხარისხი);
ი) სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები. სუნთქვის უკმარისობა მე-2 ხარისხით.
კ) თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით მე-3, მე-4 სტადია.
ლ) უსინათლო ინვალიდები.
მ) შიზოფრენია.
ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, აღნიშნულ დაავადებათა შემთხვევაში თუ სამედიცინო ფორმა 100/ა შევსებულია სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

5. ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები, დიალიზზე დამოკიდებული პაციენტი ფინანსდება ყოველთვიურად ტრანსპორტის ხარჯებისათვის იმ ქალაქში , სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსლაცია“.

6. ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები, მიესთენია გრავისით დაავადებული პაციენტი ფინანსდება ყოველთვიურად.

7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეს, რომელთა ასაკი განისაზღვრება 90 წელს ზევით.

8. ა) ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ეროვნული გმირის ოჯახს.
ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახების დახმარება.

9. მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი შვილი (18 წლამდე ) მიეცემათ ერთჯერადი დახმარება.დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ლენტეხის მერიის სოციალურ სამსახურს. ტელ: 599 85 27 14 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია გისურვებთ ჯანმრთელობას!